Sunday, December 8, 2019

სასკოლო წრე ვისწავლოთ ინგლისური


                                               სასკოლო  წრე
1.წიგნის წრის     სახელწოდება:ვისწავლოთ  ინგლისური
 წრის          დევიზი: რამდენი ენაც იცი,იმდენი კაცი ხარ.

2.          წრის   წესდება:
1.წიგნის   წრეს ს აქვს საგანმანათლებლო ხასიათი.მისი მუშაობა შესაბამისობაშია ეროვნულ სასწავლო გეგმასთან და ემსახურება მოსწავლეებში ინგლისური ენის ცოდნის დონის ამაღლებას.
2.წიგნის წრეში       გაწევრიანების უფლება აქვთ სსიპ საღანძილის საჯარო სკოლის მე-3-მე-6 კლასის მოსწავლეებს და მშობლებს.
3.წიგნის წრის     წწევრი უნდა ესწრებოდეს კლუბის შეკრებებს.მას ასევე უფლება აქვს საპატიო მიზეზით გააცდინოს  წრის       შეკრება,მაგრამ არა სისტემატიურად.
4.წრის        თითოეულ წევრს უფლება აქვს თვითონ შეარჩიოს წასაკითხი ლიტერატურა.
5.წრეში        გაერთიანებული წევრები კითხულობენ არჩეულ ადაფტირებულ მოთხრობას ან ლექსს.მუშაობენ თარგმანზე,სიტყვების ამოცნობაზე.მომავალი შეკრებისთვის ხდება სიტყვების
დასწავლა და შინაარსის მოყოლა.
6.წრის         წევრები პასუხისმგებლობით ეკიდებიან დაკისრებულ მოვალეობას.
7.წრის        ყოველი წევრი ვალდებულია დაიცვას  წესდება.




                                   
                                2. წრის         დაარსების იდეა და მიზანი
ვინაიდან მოსწავლეებს უჭირთ უცხოენის ათვისება გამიჩნდა სურვილი წრე  ჩამომეყალიბებინა.კლუბი ხელს შეუწყობს უცხოენის ცოდნის ამაღლებას და სხვადასხვა უნარების განვითარებას.მიზნად დავისახე პატარა მკითხველებს ხელი შევუწყო ისწავლონ და დახვეწონ გამართული კითხვა და მეტყველება,შეძლონ ტექსტების დამუშავება,აქტიური მოსმენა,კომუნიკაცია.
თანამშრომლობის შედეგად მკითხველებს განუვითარდებათ გაწაფული კითხვის და წერის უნარები,საკუთარი ძალების რწმენა,


3. წრის    სამოქმედო  გეგმა:

1წრე..          მუშაობს ერთი სასწავლო წლის განმავლობაში(2019-2020 სასწ.წელი)
2.მკითხველთა ჯგუფი იკრიბება კვირაში ერთხელ.
3.არჩევენ წასაკითხ მასალას.
4.შეკრებაზე მოსწავლეები განიხილავენ დააანალიზებენ წაკითხულს მრავალფეროვანი სახალისო აქტივობებით.
5.უყურებენ ანიმაციურ ფილმებს ან მხატვრულ ფილმებს წაკითხულ თემატიკაზე.
6.აღნიშნავენ წიგნთან დაკავშირებულ საერთაშორისო ღონისძიებებს.
7წრე.        მასპინძლობს ცნობილ ადამიანებს და მოსწავლეთა მშობლებს.
8.წრე           მონაწილეობას იღებს სხვადასხვა სასკოლო ღონისძიებებში. 










წრის სამუშაო გეგმა(წასაკითხი ლიტერატურა,რომელიც შედგა მკითხველთა ჯგუფთან ერთად)


ავტორი

ნაწარმოები
  1
შარლ პიერო             
წითელქუდა

 2                
მარკ ტვენი
უფლისწული და მათხოვარი
3
კარლო კოლოდი
 პინოქიოს თავგადასავალი

4
შარლოტა ბრონტე
ჯეინ ეირის ბავშვობა

5
რ.კიფლინგი
 მხოლოდ ზღაპრები

6
ასტრიდ ლინდგრენი
ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი







               წრის მუშაობის განრიგი (2019-2020 სასწ.წელი  I სემესტრი)
წელი
                       თვე
                               რიცხვი
2019
სექტემბერი
20,  27
2019
ოქტომბერი
4, 11, 18,  25
2019
ნოემბერი
1,8,15 ,22, 29
2019
დეკემბერი
6, 13, 20












       განაცხადის ფორმა  წრეში  გაწევრიანების მსურველთათვის
                                        სსიპ საღანძილის საჯარო სკოლის
                                      დაწყებითი საფეხურის წრის
                                                                              კურატორს,ნანა კაკიაშვილს,
                                                                          ამავე სკოლის--- კლასის მოსწავლის
                                                                                               -------------------------------

                                გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
მსურს გავწევრიანდე საღანძილის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის    წრის         ,,



განმცხადებელი:

თარიღი :





   შეფასების კითხვარი
მოსწავლის სახელი და გვარი:----------------------------------------------
1წრის                დაარსების შესახებ ინფორმაციის დროულად მოვიდა თქვენამდე?

2.გეხმარებოდათ თუ არა წრის             კურატორი(მასწავლებელი) თქვენი ინიციატივების რეალიზებაში?
3.აქტივობები იყო თუ არა თქვენთვის საინტერესო და რატომ?

4.წრის           მუშაობის დროს შექმნილი იყო თუ არა კეთილგანწყობილი სამუშაო გარემო?

5.გრძნობდით თუ არა თავს წრის            თანასწორუფლებიან წევრად?

6.გაქვთ თუ არა სურვილი მომავალშიც გააგრძელოთ წრის          მუშაობა?








1.წრის განაცხადის ბმული:KAKIASHVILIN.BLOGSPOT.COM
2.ბმულის მისამართი,სადაც ატვირთულია წრის მუშაობის ამსახველი ფოტომასალა.















No comments:

Post a Comment